|
2026-06-09 12:04:31, 2063 ნახვა
საზოგადოება
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 1200-ზე მეტი მასწავლებელი წარადგინეს - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მე-10 კონკურსზე 1200-ზე მეტი მასწავლებელი წარადგინეს. ინიციატივის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი, რომელიც განათლების მიმართულებით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. კონკურსზე წარდგენილ მასწავლებლებს შორის არიან პედაგოგები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რომლებიც საკუთარი პროფესიული საქმიანობითა და განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილით გამოირჩევიან. შეგახსენებთ, რომ კონკურსი სამ ეტაპად ტარდება. პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურ შემოწმებას გადიან, რის შემდეგაც საუკეთესო ათეული ირჩევა. შემდგომ ეტაპზე ხდება ხუთი ფინალისტის გამოვლენა, ხოლო გამარჯვებული 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს დასახელდება. მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში 2017 წელს დაწესდა და გლობალური ინიციატივის - „The Global Teacher Prize“-ის ნაწილია. პროექტის მიზანია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია, განათლების სფეროში გამორჩეული ადამიანების წარმოჩენა და მათი საქმიანობის დაფასება. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერები არიან: გენერალური სპონსორი - გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი; მთავარი მხარდამჭერი - საქართველოს ბანკი; ოქროს სპონსორი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; მხარდამჭერი და სპონსორი - კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC); მხარდამჭერი - ალტე უნივერსიტეტი. ინფორმაციისთვის, მოსწავლეების, სტუდენტების, ახალგაზრდა პროფესიონალებისა და მასწავლებლების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკისთვის განათლება უკვე ექვს წელზე მეტია CSR მიმართულების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და მხარს უჭერს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტებს შორისაა: საქართველოს ბანკის სტიპენდიები, გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია, დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება, იდეათეკები - საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი, STEM სკოლა, STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი, საჯარო მეტყველების კონკურსი და სხვა ინიციატივები. საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე ganatleba.bog.ge
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)