17:38 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-04 14:24:30, 545 ნახვა

საზოგადოება
ოთარ დანელია ჩაის მწარმოებელი ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და ეკონომიკისა და მდრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთში ჩაის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის „იუნანის დანხუნ ჯგუფის“ პრეზიდენტს, ვან ტიანჩიუან შეხვდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის „ქართული ჩაი“ ფარგლებში  სამეგრელოსა და აჭარის  ავტონომიურ რესპუბლიკაში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისა და  ჩაის ახალი ჯიშების გაშენების საკითხების განხილვა იყო.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ქვეყნებში ჩაის წარმოების პოტენციალის შესახებ. 

როგორც ოთარ დანელიამ შეხვედრაზე აღნიშნა,  ჩაის წარმოების ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

,,ჩაის პლანტაციების აღდგენა უზრუნველყოფს დარგის განვითარებას, დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას და ფერმერთა სტიმულირებას. მნიშვნელოვანია, რომ  ქართულ ჩაის კარგი საექსპორტო პოტენციალიც გააჩნია“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

ეკონომიკისა და მდრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ჩაის წარმოების ხელშეწყობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

,,ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია და ახალი, მაღალპროდუქტიული ჯიშების შემოტანა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დარგის განვითარებას. აღნიშნულ კომპანიას აქვს მნიშვნელოვანი  წინადადებები და სახელმწიფო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდეს. პროექტი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, განსაკუთრებით კი, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონების მოსახლეობისთვის, მათი დასაქმებისა და შემოსავლების ზრდისთვის “, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ჩინური კომპანიის „იუნანის დანხუნ ჯგუფის“  პრეზიდენტმა ჩინეთსა და საქართველოში ჩინეთში ჩაის კულტურის ისტორიას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ  ჩინეთის შემდეგ, საქართველო ჩაის მეორე სამშობლოდ ითვლება.

,,ჩვენი ვიზიტის მიზანია გავეცნოთ საქართველოს ნიადაგებს და გარემო პირობებს, რათა სწორად მოხდეს ჩაის ჯიშების შერჩევა. ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს ჩაის წარმოების კარგი პოტენციალი აქვს. ჩვენი სურვილია ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ჩაის წარმოებას კულტურის აღდგენას. ვგეგმავთ საქართველოში ავაშენოთ ქარხანა და ვაწარმოოთ საექსპორტო პროდუქცია“, - აღნიშნა „იუნანის დანხუნ ჯგუფის“  პრეზიდენტმა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ლევან დავითაშვილი და იური ნოზაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და სამინისტროს უწყებაში შემავალი უწყებების  ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics