|
2026-06-05 15:38:46, 4350 ნახვა
პოლიტიკა
უნგრეთი დღეიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
უნგრეთის მთავრობამ დღეიდან, 5 ივნისიდან საქართველოს, სომხეთისა და ფილიპინების მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემა შეაჩერა. Reuters უნგრეთის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ეს ნაბიჯი ქვეყანაში უცხოური მუშახელის შემოდინების დარეგულირების პირველი ეტაპია. აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის პარტია ტიზამ, რომელმაც 12 აპრილს არჩევნებში ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა დაასრულა, ივნისიდან ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან მუშახელის მიღების, ანუ, მათთვის სამუშაო ვიზების გაცემის შეწყვეტა დააანონსა. მთავრობის სპიკერმა ვანდა სონდმა განაცხადა, რომ ხელისუფლება უცხოელი მუშაკების დასაქმების შესაძლებლობებს გაამკაცრებს, რადგან მიიჩნევს, რომ ისინი ადგილობრივი მოსახლეობის ხელფასებზე ზეწოლას ახდენენ და მათ შემცირებას უწყობენ ხელს. Reuters წერს, რომ ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, უცხოელი მუშაკები უნგრეთის სამუშაო ძალის მხოლოდ 2%-ს შეადგენენ, თუმცა ზოგიერთი სექტორი - განსაკუთრებით მომსახურებისა და წარმოების სფეროები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მათზე. უნგრეთის მთავრობა აცხადებს, რომ ეს რეფორმები მხოლოდ პირველი ნაბიჯია გრძელვადიანი პოლიტიკის ფარგლებში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)