|
2026-06-04 16:20:07, 3576 ნახვა
პოლიტიკა
ბაჩო ახალაია - თუ ხელისუფლება ადამიანის ღირსებაზე ძალადობს, მაშინ ერთადერთი საშუალებაა დაამხო ეს ხელისუფლება
თუ ფიქრობ, რომ ხელისუფლება ადამიანის ღირსებაზე ძალადობს, მაშინ ერთადერთი საშუალებაა დაამხო ეს ხელისუფლება - ამის შესახებ სასამართლო პროცესზე ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ განაცხადა.
ცნობისთვის, ბაჩო ახალაის წინააღმდეგ საქმე საგამოძიებო უწყებამ სასამართლოზე გაკეთებული განცხადების გამო აღძრა. ასევე შეგახსენებთ, რომ ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბაჩო ახალიას წინააღმდეგ მიმდინარეობს მეორე სისხლის სამართლის საქმეც, სსსკ 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)