|
2026-06-04 16:17:59, 2874 ნახვა
პოლიტიკა
საია: რეპრესიული, პერსონიფიცირებული კანონშემოქმედება განსხვავებული აზრის დევნის პოლიტიკურ იარაღად გამოიყენება
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომელშიც 2024 წლიდან მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და ე.წ. „პერსონიფიცირებული კანონშემოქმედების“ ტენდენციებს მიმოიხილავს. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2024 წლის აპრილიდან 2026 წლის თებერვლამდე პარლამენტმა დაჩქარებული წესით 304 კანონი მიიღო. საიას შეფასებით, ამ პერიოდში მიღებული არაერთი საკანონმდებლო ცვლილება ზღუდავს შეკრების, გამოხატვის, გაერთიანებისა და მედიის თავისუფლებას, ასევე გავლენას ახდენს საჯარო მოსამსახურეთა უფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობაზე. ორგანიზაცია აცხადებს, რომ კანონების მნიშვნელოვანი ნაწილი საკმარისი საჯარო განხილვის გარეშე იქნა მიღებული და რეპრესიული კანონშემოქმედების ტენდენცია 2026 წელსაც გრძელდება. კვლევაში გაანალიზებულია 27 საკანონმდებლო აქტი და ცვლილებათა პაკეტი, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, FARA-ს ანალოგი, გრანტებთან, შეკრებებსა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული ცვლილებები.
ანგარიში ვრცლად ნახეთ აქ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)