|
2026-06-04 14:43:11, 3134 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი სომხეთის დაუყოვნებლივ დასახმარებლად 50 მილიონ ევროს გამოყოფს
რუსეთის მხრიდან სომხური პროდუქციის იმპორტის აკრძალვის ფონზე ევროკავშირი სომხეთის დაუყოვნებლივ დასახმარებლად 50 მილიონ ევროს გამოყოფს. ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, დღეს, 4 ივნისს ტელეფონით ესაუბრა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს რუსეთის მხრიდან სხვადასხვა პროდუქციის იმპორტის აკრძალვის საკითხზე. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის ქმედებები სხვა არაფერია, თუ არა ეკონომიკური იძულება, და ეს მიუღებელია. „სომხურ პროდუქციაზე საექსპორტო შეზღუდვების გაფართოებით, მოსკოვი პოლიტიკური ზეწოლისთვის ეკონომიკურ ურთიერთობებს იარაღად აქცევს. ჩვენ ეს სცენარი ძალიან კარგად ვიცით. სწორედ ამიტომ, ევროპა მტკიცედ დგას სომხეთის გვერდით“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა და დასძინა, რომ ამზადებს ევროკავშირის მხარდაჭერის პაკეტს. დახმარება მოიცავს 50 მილიონი ევროს დაუყოვნებლივ გამოყოფას. ფონ დერ ლაიენისვე თქმით, „ასევე იგეგმება ნაბიჯების გადადგმა ზოგიერთი სომხური პროდუქტის, კერძოდ, აგრო-სასურსათო პროდუქციის ვაჭრობის გასამარტივებლად, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერა დაზარალებული სექტორებისთვის, როგორიცაა სომხური ყვავილები“. „10 000 ყვავილი ხვალ ლატვიაში ჩავა. მას სხვა პროდუქციაც მოჰყვება. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ ჩვენი ბიზნესების დაკავშირებას ერევანში გამართულ ჩვენს ბოლოდროინდელ სამიტზე აღებული ვალდებულებების შესაბამისად“, – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)