|
2016-04-04 13:14:50, 462 ნახვა
საზოგადოება
ყოფილმა პატიმრებმა იმერეთში ბიზნესიდეების განხორციელება დაიწყეს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი რეგიონებში ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების მხარდამჭერ საგრანტო კონკურსის გამარჯვებულებთან შეხვედრებს განაგრძობს. დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ამჯერად, ირაკლი ხელაძე იმერეთში იმყოფებოდა, სადაც 9 ყოფილმა პატიმარმა საკუთარი მცირე ბიზნესსაქმიანობა დაიწყო. ერთ-ერთი მათგანია ამირან იობიძე, რომელიც „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ბენეფიციარია. მან მონაწილეობა მიიღო ქალაქ ქუთაისში, იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში. ამირან იობიძის ბიზნესგეგმა ავტომანქანების ტექნიკური მომსახურების ცენტრის გამართულ მუშაობას შეეხებოდა. მისმა იდეამ გაიმარჯვა და 5 ათასი ლარის ღირებულების დანადგარები შეიძინა. ამ დროისთვის ამირან იობიძე დასაქმებულია. ამავე პროგრამის ბენეფიციარია მალხაზ ჩოგოვაძე, რომელმაც ქალაქ ქუთაისში ფეხსაცმელების საამქროს ამუშავება შეძლო. საგრანტო თანხით - 3 ათასი ლარით, იყიდა სეზონური ფეხსაცმელების დამზადებისთვის საჭირო მასალა. დამზადებულ პროდუქციას სარეალიზაციოდ სხვადასხვა სავაჭრო ცენტრში აბარებს. ამავე საგრანტო პროექტის საშუალებით, სასათბურე მეურნეობის მოწყობას იწყებს ბაღდათის რაიონის სოფელ როხში გია მინაშვილი. იგი გრანტის სახით მიღებული 3750 ლარით, საკუთარ ეზოში სათბურის გაკეთებასა და ბოსტნეულის მოყვანას აპირებს. ტყიბულის რაიონის სოფელ ორპირში მცხოვრებმა ბენეფიციარჯმა, მამამზე ზოსიაშვილმა კი 26 ცხვარი იყიდა და საოჯახო მეურნეობა გაიფართოვა. იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტი - „ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა" - მეოთხე წელია წარმატებით მიმდინარეობს. მსგავსი წარმატებული ისტორიების გათვალისწინებით საგრანტო კონკურსის თანხა ყოველწლიურად იზრდება და უფრო მეტ ყოფილ პატიმარს შეუძლია საკუთარი ბიზნესიდეის განხორციელება. 2013-2016 წლებში, ქვეყნის მასშტაბით, ყოფილი პატიმრების 42 ბიზნესიდეა დაფინანსდა. დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი იმერეთის გარდა უკვე იმყოფებოდა აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში, სადაც 12-მა ყოფილმა პატიმარმა ასევე დაიწყო ბიზნესიდეების განხორციელება. ინდივიდუალური ბიზნესინიციატივები 500-დან 5 ათასი ლარის ოდენობით ფინანსდება. „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა" 2012 წლის ბოლოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით შეიქმნა. პროგრამას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. ყოფილ პატიმრებზე სახელმწიფო მზრუნველობა საზოგადოების განმეორებითი დანაშაულისაგან დაცვის წინაპირობაა. პროგრამა მიმდინარეობს თბილისში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში.
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)