|
2016-04-04 13:06:32, 513 ნახვა
საზოგადოება
ინოვაცოებისა და ტექნოლოგიების სააგენტო საგრანტო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტენქოლოგიების სააგენტო აცხადებს საგრანტო განაცხადების მიღებას ე.წ. ჰაკათონის, მეიქათონისა და კრეათონის ტიპის ღონისძიებების ჩასატარებლად, რომელიც მოკლე დროში ინოვაციური პროდუქტის პროტოტიპის, კრეატიული იდეის ბიზნეს მოდელისა თუ პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას ითვალისწინებს. სააგენტოს ინფორმაციით, განაცხადები მიიღება იწარმოებს 5-დან 22 აპრილამდე. აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით 15 აპრილს ტექნოპარკში (ინოვაციების ქ. #7, თბილისი, ოქროყანა) საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება. „საგრანტო კონკურსის მიზანია ქვეყანაში არსებული ინიციატივების წახალისების გზით ჰაკათონის, მეიქათონისა და კრეათონის ტიპის კონკურსების რაოდენობის ზრდა და მათ მიერ კონკრეტული პროდუქტების შექმნის ხელშეწყობა. ის საუკეთესო საშუალებაა ინოვაციური იდეების მქონე ახალგაზრდებისათვის.ამ ტიპის ღონისძიებებზე მათ შეუძლიათ შექმნან სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისაგან შემდგარი გუნდები, დაამზადონ პროტოტიპი, მიიღონ გამოცდილება და პრაქტიკულად განახორციელონ საკუთარი იდეები. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პრიორიტეტია არსებული საგრანტო პროგრამის ფარგლებში საქართველოში გაჩნდეს ბაზარზე ორიენტირებული ინოვაციური პროდუქტი, ან განვითარდეს და დაიხვეწოს უკვე არსებული. ეს ხელს შეუწყობს იდეების რეალობად ქცევასა და მომავალი ბიზნეს სექტორის განვითარებას ქვეყანაში. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ და არაკომერციულ იურიდიულ პირს. გრანტის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 5000 ლარს. 2016 წლის განმავლობაში კონკურსი ყოველკვარტლურად ჩატარდება, რომლის შედეგად თითოეული მიმართულებიდან (ჰაკათონი, მეიქათონი, კრეათონი) შეირჩევა 2 პროექტი, რაც კვარტალში ჯამში 6 პროექტს დაფინანსებას გულისხმობს. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო დაარსების დღიდან ხელს უწყობს მსგავსი ტიპის ღონისძიებების ჩატარებას. საგრანტო კონკურსი 2016 წელს არის საშუალება მათი რაოდენობის გაზრდის, რაც უფრო მეტი ახალგაზრდის ჩართულობას შეუწყობს ხელს“, - ნათქვამია ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განცხადებაში. საგრანტო კონკურსის სარეგისტრაციო ფორმისა და დეტალური ინფორმაციისათვის გადადით შემდეგ ბმულეზე: https://drive.google.com/a/gita.gov.ge/folderview?id=0B-PgBfrUTHmXXzdpcWRnZDdUc28&usp=gmail
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)