|
2026-06-02 17:20:58, 3755 ნახვა
პოლიტიკა
პუტინის ნდობით აღჭურვილი პირის შვილს საქართველოში აქციაში მონაწილეობისთვის 6 წელი მიუსაჯეს
რუსეთის ქალაქ კიროვის რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებლად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 28 წლის ალექსანდრა პუგაჩს - ვალენტინ პუგაჩის შვილს, რომელიც 2018 წლის არჩევნებზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი ნდობით აღჭურვილი პირი იყო. საქმე რუსეთის არმიის შესახებ ე.წ. ფეიკების გავრცელებას ეხებოდა. როგორც გამოცემა მედიაზონა წერს, განაჩენი 14 მაისს გამოიტანეს და ის უკვე შევიდა ძალაში. პატიმრობის გარდა, ალექსანდრა პუგაჩს 3.5 წლით ვებ-გვერდების ადმინისტრირება აეკრძალა. ალექსანდრა პუგაჩი არის ვიათკის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ვალენტინ პუგაჩის ქალიშვილი. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ის კიროვის ოლქიდან ვლადიმირ პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი იყო. რუსეთ-უკრაინის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ალექსანდრა პუგაჩი საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად და მამასთან ურთიერთობა შეწყვიტა. მის წინააღმდეგ საქმის აღძვრის საფუძველი საქართველოში გამართულ ანტისაომარ მიტინგზე მისი გამოსვლა გახდა, სადაც ის უკრაინის დახმარებისა და უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის შემოწირულობების გაკეთებისკენ მოუწოდებდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)