|
2026-06-02 15:22:29, 2018 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: სამართლიანი მიდგომა - ეს არის ჩვენი მოწოდება ამერიკელი კოლეგების მიმართ
ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე კვლავ აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვაზე საუბრობს. " საინტერესო საუბარი გვქონდა ვიზიტის ფარგლებში. ჩვენი მიდგომა იცით როგორიც არის, ჩვენ გვაქვს გაცხადებული პოზიცია იმის შესახებ, რომ მზად ვართ სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს არის სურვილი ჩვენი მხრიდან გამოხატული და ერთი მთავარი მიდგომა, რასაც ასევე ხაზს გავუსვამ არის ის, რომ ეს ურთიერთობები და ურთიერთობების განახლება, გადატვირთვა უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის პრინციპს. ერთი მთავარი საკითხი, რაც ხელს უშლიდა ურთიერთობების გაჯანსაღებას ორ ქვეყანას შორის და პირიქით, აუარესებდა ურთიერთობებს ორ ქვეყანას შორის, იყო სწორედ უსამართლობა, წინა ადმინისტრაციის უსამართლობა. რაც გააფუჭა უსამართლობამ, ის შეიძლება, გაასწოროს მხოლოდ სამართლიანმა მიდგომამ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულმა ურთიერთობებმა, ეს არის ჩვენი მოწოდება ჩვენი ამერიკელი კოლეგების მიმართ", - ამბობს კობახიძ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)