|
2026-06-02 13:56:42, 2415 ნახვა
პოლიტიკა
აჭარის ტელევიზიიდან თანამშრომლები გაუშვეს
"აჭარის ტელევიზიიდან" თანამშრომლები გაუშვეს. თანამშრომლებმა ელექტრონული წერილები იმის შესახებ, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში შრომითი ხელშეკრულებები შეუწყდათ, დღეს მიიღეს და ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად გაავრცელეს. "მეედიაჩეკერის" ცნობით, გათავისუფლებულ თანამშრომლებს შორის არიან: ირინა ყურუა, მაია მერკვილაძე, თეონა ხარაბაძე, ლევან ურიდია და სალომე გეგეშიძე. "სულ რამდენიმე წუთის წინ შევამოწმე ფოსტა, წერილი მომივდა, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში, შეგიწყდა შრომითი ხელშეკრულება ჩვენთანო. მეტი არაფერი არ ვიცი ამ ეტაპზე" - ამბობს მაია მერკვილაძე. "ყველამ ერთნაირი მეილი მივიღეთ…რეორგანიზაციის პროცესში, სამი თვის განმავლობაში, თანამშრომელთა უმრავლესობა სამსახურში არ არის, მხოლოდ ნიუსი მუშაობს, შესაბამისად, ვინ მიიღო დამატებით გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია, ზუსტად ვერ გეტყვით", - ამბობს თეონა ხარაბაძე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)