|
2026-05-28 17:23:57, 1289 ნახვა
პოლიტიკა
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა, განაცხადა, რომ ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის. კვიპროსში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე კალასმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიმართ ევროკავშირის მოთხოვნები საერთაშორისო შეთანხმებების პატივისცემას და მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის აღიარებას მოიცავს. „თუ შევხედავთ რუსულ ჯარებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო და მოლდოვა - ევროპული უსაფრთხოების ინტერესებში ისიც შედის, რომ ეს ჯარები აქ არ იყვნენ და სხვადასხვა ქვეყანაში არჩევნებში არ ერეოდნენ,“ - განაცხადა კალასმა. მისივე თქმით, ევროკავშირის ეს პოზიცია „მაქსიმალისტურია“, თუმცა, როგორც აღნიშნა, „რუსეთის მოთხოვნებიც მაქსიმალისტურია“. „ზოგი ამბობს, რომ ეს მოთხოვნები არარეალისტურია, მაგრამ მოდით, გულწრფელები ვიყოთ - რუსების მხრიდან მოთხოვნები საერთოდ არ არის რეალისტური. ისინი დიპლომატიური გზით ითხოვენ მიწებს, რომლებიც სამხედრო გზითაც კი არ აქვთ დაპყრობილი,“ - განაცხადა კაია კალასმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)