|
2026-05-27 18:17:23, 1255 ნახვა
პოლიტიკა
მეუფე ზენონი: პოლიციელების მსგავსი ქმედებები მხოლოდ ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ არის - ეს ტოვებს ყველაზე დამთრგუნველ კვალს
დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი, ზენონ იარაჯული ეხმაურება გორში მომხდარ ინციდენტს. საქმე ეხება ვიდეო-კადრებს სადაც ჩანს, რომ ათაზე მეტი პოლიციელი მოქალაქეებს ჯგუფურად, ფიზიკურად უსწორდება. "პოლიციელების მსგავსი ქმედებები საზოგადოებისთვის მხოლოდ ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ არის - ეს ტოვებს ყველაზე დამთრგუნველ კვალს: როდესაც ძალა, რომელსაც უსაფრთხოების განცდა უნდა მოეტანა, შიშისა და დაუცველობის წყაროდ გადაიქცევა"- წერს სინოდის წევრი.
გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში პოლიციელებმა 2 პირზე ჯგუფურად იძალადეს. ძალადობის ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამ დროისთვის პოლიციელების დაკავების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. გორში მომხდარ ფაქტს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, გიორგი ჯამდელიანიც გამეოხმაურა. "როცა გქვია სამართალდამცველი, უნდა ემსახურო სამართალს და ადამიანს! როცა ათი კაცი ძალადობს ერთ ადამიანზე, არაფრით განსხვავდები ჩვეულებრივი კრიმინალისაგან!"- დაწერა სასულიერომ პირმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)