|
2026-05-26 23:37:51, 2501 ნახვა
პოლიტიკა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და გამოთქვა უკრაინის მზადყოფნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებისთვის. თავის მიმართვაში უკრაინის ლიდერმა აღნიშნა უკრაინელებსა და ქართველებს შორის ისტორიული კავშირები, ასევე საერთო ღირებულებები. „ვულოცავ საქართველოსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენს ორ ერს დიდი ხნის კავშირები და თავისუფლებისა და ღირსების ღირებულებების საერთო გაგება აკავშირებს. ვულოცავ საქართველოს მშვიდობას, ერთიანობას, ძლიერებასა და კეთილდღეობას. ჩვენ მოუთმენლად ველით ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებს და უკრაინა მზადაა ამ მიმართულებით იმოძრაოს“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 4 მაისს, ერევანში, ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კომუნიკაცია უკრაინული მხარის ინიციატივით შედგა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელები, მაკა ბოჭორიშვილი და ანდრეი სიბიჰა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)