|
2016-04-04 10:35:52, 1253 ნახვა
რეგიონი
აჭარის რეგიონი შრომის ბაზრის ერთიან სისტემაში ჩაერთვება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს საქართველოს ეროვნული შრომის ბაზრის პოლიტიკაში ინტეგრაციის მიზნით, ოთხმხრივი მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს შორის. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმის თანახმად, მხარეები იზრუნებენ თანამშრომლობისა და კოორდინაციის განვითარებაზე, სახელმწიფოს წინაშე არსებულ სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების ერთობლივი ძალისხმევით დაძლევაზე. ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით სოციალური მომსახურების სააგენტო - უზრუნველყოფს აჭარის დასაქმების სააგენტოს ჩართვას შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემაში (LMIS); უზრუნველყოფს კავშირს Worknet.Ge-სა და აჭარის დასაქმების სააგენტოს შესაბამის მონაცემთა ბაზას შორის; აჭარის დასაქმების სააგენტოს ჩართავს საერთაშორისო ქსელში, ტექნიკურ დახმარებასა და სხვა მსგავს საქმიანობაში. აჭარის დასაქმების სააგენტო თავისი მხრივ სამუშაოს მაძიებლებს დასაქმების კომპლექსურ მომსახურებას შესთავაზებს; სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციას მიაწვდის დასაქმების სტატისტიკის შესახებ. აქტიურად მიიღებს მონაწილეობას ტრენინგებსა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე მიმართულ საქმიანობაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)