|
2026-05-25 19:32:27, 2356 ნახვა
ეკონომიკა
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
Galt & Taggart-ის შეფასებით, I კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამის გაჩერებით იყო გამოწვეული. კერძოდ, საინვესტიციო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა წლიურად 3.8%-ით 921.5 ათასამდე შემცირდა, რაც დიდწილად 2026 წლის დასაწყისიდან სოციალურად დაუცველ პირთა საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების სახელმწიფო პროგრამის შეწყვეტას უკავშირდება. ამასთან, თვითდასაქმებულთა რაოდენობა წლიურად 3.4%-ით გაიზარდა, რაც შრომის ბაზრის მოქნილობაზე მიუთითებს. პროგრამის შეწყვეტის შედეგად მისი მონაწილეების ნაწილი სამუშაო ძალის გარეთ გადავიდა, რის შედეგადაც სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წლიურად 1.4 პპ-ით 53%-მდე შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში უმუშევრობის დონე წლიურად 0.3 პპ-ით 14.4%-მდე შემცირდა. ამავე პერიოდში, მთლიანი დასაქმება 1,369 ათას კაცს შეადგენდა და წლიურად 1.8%-ით შემცირდა, რაც დასაქმების კატეგორიებს შორის გადანაწილებას ასახავს. მიმდინარე წლიდან სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა, რომლითაც შემწეობის მიმღებები სახელმწიფოსგან ყოველთვიურად 300 ლარს იღებენ, გაჩერდა. ოფიციალური სტატისტიკით, მთავრობას 2022-2024 წლებში 40 ათასამდე სოციალურად დაუცველი ჰყავდა დასაქმებული. ხელისუფლება ამბობს, რომ ქვეყანაში სამუშაო ძალის დეფიციტია და სოციალურად დაუცველებს, რომლებსაც აქამდე თავად ასაქმებდა, ახლა დასაქმების ბაზარზე უშვებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)