|
2026-05-22 16:11:20, 4421 ნახვა
საზოგადოება
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
Zeg Storytelling festival წელს 19-21 ივნისს, უკვე მეექვსედ თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ბრუნდება და აერთიანებს ამბების მთხრობელებს, მოაზროვნეებსა და შემოქმედებს სხვადასხვა სფეროდან და კონტინენტიდან. ZEG, როგორც ყოველთვის, ამჟამადაც სივრცეს დაუთმობს, როგორც კომპლექსური თემების განხილვას, ისე საინსპირაციო აქტივობებს და მოიცავს პანელურ დისკუსიებს, პერფორმანსებს, ვორქშოპებს, ფილმების ჩვენებებს, საფეხმავლო ტურებსა და სხვა საინტერესო და მიმზიდველ ფორმატებს. ფესტივალი შექმნილია მათთვის, ვისაც სჯერა, რომ ამბებს სამყაროს შეცვლა შეუძლია. იმდენად დიდი და მრავალფეროვანია ფესტივალის მონაწილეთა სია, რომ ZEG-ზე შთაგონებას ნებისმიერი პროფესიის ადამიანი იპოვის. 100-ზე მეტ მომხსენებელს შორის არიან: ვიეტ თან ნგუენი – პულიცერის პრემიის ლაურეატი, წიგნის The Sympathizer ავტორი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მწერალი ომებისა და იძულებითი გადაადგილების თემებზე. დევიდ ბელტი – მეწარმე და ნოვატორი დეველოპერი, რომელმაც ბრუკლინის გემთსაშენის საუკუნოვანი საწყობი New Lab-ად აქცია და ნიუ-იორკის ტექნოლოგიური სფეროს 50 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დასახელდა. კარენ ჰაო – ჟურნალისტი, რომლის Empire of AI ცვლის წარმოდგენას იმაზე, თუ ვინაკონტროლებს რეალურად ხელოვნური ინტელექტის რევოლუციას. ზელდა პერკინსი – ჰარვი ვაინშტაინის ყოფილი ასისტენტი, რომლის ათწლიანმა კამპანიამ გაუთქმელობის ხელშეკრულებების(NDA) წინააღმდეგ ბრიტანული კანონმდებლობა შეცვალა. კუმი ნაიდუ – სამხრეთ აფრიკელი უფლებადამცველი, რომელიც 15 წლის ასაკში აპარტეიდის წინააღმდეგ სკოლების ბოიკოტს უწევდა ორგანიზებას, მოგვიანებით კი ხელმძღვანელობდა Greenpeace-სა და Amnesty International-ს. მაიკლ ბარენბოიმი – მევიოლინე, West-Eastern Divan Orchestra-ს კონცერტმაისტერი. ლეოპოლდო ლოპესი – ვენესუელელი ოპოზიციის ლიდერი, რომელმაც წლები გაატარა მადუროს ციხეში და შექმნა გლობალური მოძრაობა იმ ადამიანებისა, რომლებიც უარს ამბობენ ავტოკრატიის გამარჯვებასთან შეგუებაზე. წელს ფესტივალს უბრუნდებიან წინა წლის მომხსენებლებიც: ბაო ნგუენი – ემის ნომინანტი რეჟისორი; მისი ბოლო ფილმი, The Stringer, იკვლევს ვიეტნამის ომის ყველაზე ცნობილი ფოტოს სადავო ავტორობას. ჯული პოსეტი – დეზინფორმაციის მკვლევარი, რომელიც ამჟამად მარია რესას პროექტს, Information Integrity Initiative-ს ხელმძღვანელობს. რეიჩელ კორპი – ITN-ის აღმასრულებელი დირექტორი, რომელმაც გაიარა გზა სტუდენტი ფრილანსერობიდან ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე სანდო საინფორმაციო ორგანიზაციის მართვამდე. ჯეიკ ფრიდმანი– კრეატიული მეწარმე, რომელმაც საკუთარი ხმის ჩამწერი ლეიბლი 19 წლის ასაკში დააარსა და მუსიკას, თეატრსა და კინოს აკავშირებს. ჯონ ლი ანდერსონი – The New Yorker-ის ჟურნალისტი და ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო კორესპონდენტი. ელაიზა ანიანგვე – კამერუნელი ემის მფლობელი ჟურნალისტი, რომელიც გენდერისა და ძალაუფლების საკითხებზე მუშაობს. ფესტივალის დასახელება ZEG იდეალურად ასახავს ჩვენს მისიას: აღმოვაჩინოთ და გავაზიაროთ ამბები, რომლებიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დღეს, არამედ მის მიღმაც. გვჯერა, რომ საინტერესო ამბის თხრობა მოითხოვს დისციპლინებს შორის ბარიერების დამსხვრევას და სწორედ ამიტომაც ZEG-ის გარშემო ვაერთიანებთ მწერლებს, მოაზროვნეებს, კინორეჟისორებს, ჟურნალისტებს, მეწარმეებსა და ხელოვანებს. *თიბისი კონცეპტის ნებისმიერ სადებეტო ბარათზე ვრცელდება 15%-იანი ფასდაკლება. წელს თიბისიმ ფესტივალში ჩართულობა კიდევ უფრო გააფართოვა და ZEG-ის მოხალისეთა პროგრამის მხარდამჭერი გახდა. ეს პარტნიორობა თიბისის ახალი თაობის მხარდაჭერის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია და მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის ისეთი სივრცეების შექმნას, სადაც ისინი შეძლებენ საერთაშორისო გამოცდილების მიღებას, პროფესიული უნარების განვითარებასა და გლობალურ დიალოგში აქტიურ მონაწილეობას.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)