|
2026-05-21 16:08:03, 3941 ნახვა
მსოფლიო
სასამართლოს გადაწყვეტილებით, EU-ს ტრასტებში შენახული რუსული აქტივების გაყინვაც შეუძლია
21 მაისს ევროკავშირის სასამართლომ განაცხადა, რომ ევროკავშირს შეუძლია გაყინოს იმ რუს პირებთან დაკავშირებული აქტივები, რომლებიც უკრაინის ომის გამო სანქცირებულნი არიან, მაშინაც კი, თუ ეს აქტივები პირს ტრასტის მფლობელობაში აქვს და ქონებასა და სანქცირებულ პირებს შორის პირდაპირი იურიდიული კავშირი არ არსებობს. სასამართლოს განმარტებით, აქტივები შეიძლება გაიყინოს მაშინაც, თუ ისინი სანქცირებულ პირთან მხოლოდ ირიბად არიან დაკავშირებული. საკუთრებისა და კონტროლის ცნებები უნდა მოიცავდეს "აქტივებზე განხორციელებული ძალაუფლების ან გავლენის ყველა ფორმას" - აღნიშნა სასამართლომ. "უნდა აღიკვეთოს სანქციების ნებისმიერი გვერდის ავლის მცდელობა" - დასძინა სასამართლომ. ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილება იტალიური სასამართლოს მიერ შეტანილ სამ საქმეს ეხებოდა. ეს საქმეები იტალიის ხელისუფლების მიერ კომპანიებისა და იახტის დაყადაღებას უკავშირდებოდა, რომლებიც ტრასტების მეშვეობით რთული საკუთრების სტრუქტურებით იმართებოდა, თუმცა მიჩნეული იყო, რომ ისინი ევროკავშირის სანქციების სიაში მყოფ რუს პირებს ეკუთვნოდათ. კომპანიებმა აქტივების გაყინვა გაასაჩივრეს და განაცხადეს, რომ სანქცირებულ პირებს მათზე კონტროლი არ ჰქონდათ. ევროკავშირის სასამართლომ მათი სარჩელი უარყო და აღნიშნა, რომ საკუთრების ან კონტროლის ნიშნები შეიძლება კონკრეტული გარემოებებიდან ან "უსაფუძვლოდ რთული იურიდიული სტრუქტურებიდანაც" გამომდინარეობდეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)