|
2026-05-21 14:20:27, 3925 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა. განაჩენი ცოტა ხნის წინ გამოაცხადა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ. სხდომას არ ესწრებოდა არცერთი ბრალდებული. ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს სისხლის სამართლის ორი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას ედავებიან - ქრთამის შეთვაზებას უკანონო ქმედების ჩადენის სანაცვლოდ და მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ. ლევან ხაბეიშვილი გასული წლის 11 სექტემბერს ტელეკომპანია ფორმულას ეზოში დააკავეს. მასთან ერთად გამოძიებისთვის ხელის შეშლის საბაბით დააპატიმრეს ყოფილი გენერალური პროკურორი, მურთაზ ზოდელავა. მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდება აქვს წარდგენილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)