|
2026-05-20 21:22:55, 5949 ნახვა
პოლიტიკა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი წყაროებსა და ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად, რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იძულებული გახდა მუშაობა შეეჩერებინა ან საწვავის წარმოება შეემცირებინა. ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ერთობლივი სიმძლავრე, რომლებმაც მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩერეს მუშაობა, წელიწადში 83 მილიონ ტონას შეადგენს,რაც რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების დაახლოებით მეოთხედია. რუსეთის საწვავის წარმოებაში ამ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების წვლილი 30%-ზე მეტს შეადგენს ბენზინისთვის და დაახლოებით 25%-ს დიზელისთვის. გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინული დარტყმების შედეგად რუსეთი იძულებული გახდა ნავთობის მოპოვება შეემცირებინა, რამაც ზეწოლა გაზარდა რუსეთის ფედერალურ ბიუჯეტზე, რომლის შემოსავლების დაახლოებით მეოთხედს ნავთობისა და გაზისგან მიღებული გადასახადები შეადგენს. წყაროების ცნობით, რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც ქალაქ კირიშიში მდებარეობს,5 მაისიდან სრულად გაჩერებულია. დარტყმების ქვეშ ასევე მოყვნენ მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ასევე, ასევე ქარხნები ნიჟნი-ნოვგოროდში, რიაზანსა და იაროსლავლში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)