18:51 - 22 Jul, 2026
|
2026-05-20 17:56:35, 3982 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინამ და ევროკავშირმა €8.35 მილიარდის დახმარების პაკეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს
უკრაინამ და ევროკავშირმა 8.35 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების შესახებ, რომელიც ევროკავშირის 90-მილიარდიანი სესხის ფარგლებში გაიცემა, შეთანხმებას მიაღწიეს. ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარმა, ვალდის დომბროვსკისმა მემორანდუმს ევროკავშირის სახელით ხელი 20 მაისს მოაწერა. შემდეგი ნაბიჯი უკრაინის უმაღლესი რადის მიერ მისი რატიფიცირება იქნება. დოკუმენტის მიღება უკრაინას საშუალებას მისცემს, 2026 წლის განმავლობაში ბიუჯეტური საჭიროებებისთვის 8.35 მილიარდი ევრო მიიღოს. დამატებითი 8.35 მილიარდი ევროს გამოყოფა Ukraine Facility-ის მექანიზმის ფარგლებში იგეგმება, რომლის რეგლამენტზეც ამჟამად უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)