|
2026-05-19 12:28:26, 5154 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - იყო კონკრეტული ექსცესები, რომლებმაც ჩრდილი მიაყენა ჩვენს ხელწერას 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენების დროს
იყო კონკრეტული ექსცესები, რომლებმაც ჩრდილი მიაყენა ჩვენს ხელწერას 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენების დროს, ჩვენი მიზანია, არ დავტოვოთ სამართალდარღვევები დაუსჯელი, - ამის შესახებ ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, როგორი მცდელობაც არ უნდა იყოს ხელისუფლების გადატრიალების, ძალადობრივი, თუ ნებისმიერი სხვა, ხელისუფლება სუფთა, ჰუმანური ხელწერით უნდა დაუპირისპირდეს. კითხვაზე, რომელიც აღნიშნულ საქმეზე პროცესის დახურვას შეეხებოდა, მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ორგანო, რასაც შეიძლება ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი. „პროცესის დახურვასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ორგანო, რასაც შეიძლება ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი. ამ შემთხვევაში, სხდომის დახურვას შეიძლება, ჰქონდეს ძალიან კონკრეტული საფუძველი, მგრძნობიარე საკითხია, საქმე ეხება სამართალდამცავ ორგანოებს, სამართლებრივი საფუძველი შეიძლება არსებობდეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)