|
2026-05-19 09:56:45, 6030 ნახვა
მსოფლიო
სან დიეგოში, ისლამურ ცენტრში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, თავდამსხმელმა მოზარდებმა თავი მოიკლეს
ქალაქის უდიდეს ისლამურ ცენტრში, სან დიეგოში, სროლა მოხდა. ხუთი ადამიანი, მათ შორის დაცვის თანამშრომელი, დაიღუპა. სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, თავდასხმა შესაძლო სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულად განიხილება. ანტიისლამური გრაფიტი, ასევე რასისტული შენიშვნების შემცველი ჩანაწერი, შემთხვევის ადგილზე და ეჭვმიტანილების მანქანაში იპოვეს. ორი სავარაუდო თავდამსხმელი, 17 და 19 წლის მოზარდები, ახლოს მდებარე მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, მათ შესაძლოა თავი მოიკლეს. პოლიციის ცნობით, აქტიური მსროლელის შესახებ შეტყობინება შუადღისას მიიღეს, რის შემდეგაც პოლიციელები სწრაფად მივიდნენ ადგილზე. თავდასხმის დროს ცენტრში ბავშვები იმყოფებოდნენ, რადგან მეჩეთი სკოლას მართავს და ისინი უვნებლად დარჩნენ. ხელისუფლებამ ასევე აღნიშნა, რომ დაცვის თანამშრომელის ქმედებებმა მეტი მსხვერპლის თავიდან აცილებაში შეუწყო ხელი.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ინციდენტის შესახებ ინფორმირებული იყო. „საშინელი სიტუაციაა. წინასწარი ინფორმაცია მივიღე“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)