|
2026-05-16 17:25:00, 3558 ნახვა
პოლიტიკა
ტრამპი: აშშ-სა და ნიგერიის ძალებმა ისლამური სახელმწიფოს უფროსი მეთაური გაანეიტრალეს
შეერთებული შტატების პრეზიდენტის ცნობით, ლიკვიდირებულია დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი მთავარი მეთაური. დონალდ ტრამპის განცხადებით, აბუ-ბილალ ალ-მინუკი, შეერთებული შტატებისა და ნიგერიის ძალების ერთობლივი ოპერაციის შედეგად აფრიკაში მოკლეს. მედიის ინფორმაციით, ალ-მინუკი ISIS-ის რეგიონულ ლიდერად 2018 წლიდან მიიჩნეოდა. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ მისი განადგურებით "ისლამური სახელმწიფოს" გლობალური ოპერირების უნარი მკვეთრად შესუსტდება. "დღეს ღამით, ჩემი ბრძანებით, მამაცმა აშშ-ისა და ნიგერიის შეიარაღებულმა ძალებმა უნაკლოდ განახორციელეს ზედმიწევნით დაგეგმილი და ძალიან რთული მისია, მსოფლიოში ყველაზე აქტიური ტერორისტის ლიკვიდაციისთვის. აბუ-ბილალ ალ-მინუკი, მსოფლიოში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" რიგით მეორე პირი, ფიქრობდა, რომ აფრიკაში დამალვას შეძლებდა, მაგრამ ვერ წარმოიდგენდა, რომ ჩვენ წყაროები გვყავს, რომლებიც მისი მოქმედებების შესახებ ინფორმაციას გვაწვდიდნენ. მისი ლიკვიდაციით ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" გლობალური ოპერაცია მნიშვნელოვნად დასუსტდა" - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)