16:21 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-02 19:15:21, 632 ნახვა

საზოგადოება
რუსთავის მერიამ ტრანსპორტის პროფკავშირებთან მემორანდუმი გააფორმა

ქალაქ რუსთავის მერიასა და საქართველოს ტრანპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ და საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირების პრეზიდენტმა ლავრენტი ალანიამ მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის თანახმად, რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მოძრავ M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს ახალი კონკურსის ჩატარებამდე მგზავრთა გადაყვანაზე ნებართვის მოქმედების ვადა უგრძელდებათ, ამასთან, ნებართვის მფლობელებს მიეცემათ გონივრული ვადა კონკურსისთვის სათანადოდ მოსამზადებლად. ახალი კონკურსის ორგანიზება და საკონკურსო წესის შემუშავება პროფკავშირების წარმომადგენლების მონაწილეობით მოხდება. 

რუსთავის მერია ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მფლობელებს ვადას 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უგრძელებს, რათა მათ სათანადოდ შეძლონ კონკურსისთვის მომზადება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics