|
2026-05-15 15:55:17, 5691 ნახვა
პოლიტიკა
ტრამპის ვიზიტის დასრულებიდან რამდენიმე დღეში ჩინეთში პუტინი ჩავა
კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა 14 მაისს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ვიზიტი ჩინეთში ძალიან მალე შედგება და მისთვის მზადება უკვე დასრულებულია. "ჩვენ ძალიან, ძალიან მალე გავაკეთებთ ოფიციალურ განცხადებას. ვინაიდან ამას ჩვენს ჩინელ მეგობრებთან შეთანხმებით ვაკეთებთ, უბრალოდ არ გვინდა, რომ ადრეულად ვთქვათ," - განაცხადა პესკოვმა SCMP-ს ინფორმაციით, პუტინის ვიზიტი არ ითვალისწინებს ისეთ გრანდიოზულ დახვედრას და ღონისძიებებს, რომლებიც ტრამპის ჩასვლისთვის იყო დაგეგმილი. გამოცემის ცნობით, შეხვედრა ერთდღიანი იქნება და ჩინეთსა და რუსეთს შორის რუტინულ გარიგებებსა და საკითხებს შეეხება. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ჩინეთს ორი სუპერძალის ლიდერები ერთი თვის მანძილზე ესტუმრებიან და ასევე პირველი შემთვევა, რომ დროის ასეთი მოკლე პერიოდის განმავლობაში, ქვეყანას გაეროს 4-ვე სხვა მუდმივი წევრი ეწვევა. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პეკინს დეკემბერში ეწვია, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი კი - იანვარში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)