|
2026-05-15 13:26:40, 6944 ნახვა
სამართალი
მომსახურების სააგენტო პირებს ვისაც 365-დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, გამოცდის დაჯავშნის პროცესს ამარტივებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო იმ პირებისთვის, რომლებსაც მართვის მოწმობის მისაღებად განსაზღვრული 365-დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, გამოცდის დაჯავშნის პროცესს ამარტივებს. მოქალაქეებს, რომლებსაც მინიჭებული 365-დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, შეუძლიათ, სააგენტოს ცხელი ხაზის (1272) მეშვეობით დააფიქსირონ ინფორმაცია და ისარგებლონ გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობით. ამასთან, სააგენტო განმარტავს პრაქტიკული გამოცდის დაჯავშნის წესებს, რომელიც ბოლო მცდელობიდან გასული დროის მიხედვით განისაზღვრება: გეგმური ჯავშანი – ვრცელდება იმ კანდიდატებზე, რომელთაც ბოლო გამოცდიდან 30 დღეზე მეტი ვადა აქვთ გასული; არაგეგმური ჯავშანი – ვრცელდება იმ კანდიდატებზე, რომელთაც ბოლო გამოცდიდან 30 დღეზე ნაკლები ვადა აქვთ გასული. ინფორმაციას ამის შესახებ მომსახურების სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)