|
2026-05-15 12:25:14, 1902 ნახვა
პოლიტიკა
საიამ 4 პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით სასამართლო მეგობრის პოზიცია წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია-მ (საია) საკონსტიტუციო სასამართლოში ოთხი პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის მოთხოვნით შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის პოზიცია წარადგინა. ორგანიზაციამ დოკუმენტში გააანალიზა პოლიტიკური გაერთიანებების აკრძალვის, როგორც გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვის უკიდურესი ფორმის, საერთაშორისო სტანდარტები და ეროვნული საკანონმდებლო ჩარჩო. საქმე ეხება 2026 წლის 21 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შესულ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების — „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო - ლელო“, და პარტია „ფედერალისტების“ აკრძალვა. საიას განცხადებით, ახალი სარჩელი თითქმის სრულად იმეორებს 2025 წლის 31 ოქტომბერს შეტანილი სარჩელის შინაარსს, თუმცა დამატებით ითხოვს პარტია „ფედერალისტების“ აკრძალვასაც. ორგანიზაციამ სასამართლოს მეგობრის პოზიცია წინა სარჩელთან დაკავშირებითაც წარადგინა, ხოლო ახალი სარჩელის თაობაზე დოკუმენტი სასამართლოს 2026 წლის 14 მაისს მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)