|
2026-05-14 21:04:50, 8753 ნახვა
მსოფლიო
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
14 მაისს რუსეთის მიერ კიევზე მიტანილ კომბინირებულ სარაკეტო იერიშს, ბოლო მონაცემებით, 8 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არის 12 წლის ბავშვი. დაშავდა 44 ადამიანი. მაშველები ნანგრევებში 20 ადამიანს ეძებენ. კიევის დარნიცკის რაიონში იერიშის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი ნაწილობრივ ჩამოიშალა. ჩამონგრეულია 18 ბინა. მაშველებმა ამ შენობიდან 27 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, თუმცა ამბობენ, რომ ნანგრევების ქვეშ შესაძლოა მეტი ადამიანი იყოს. რუსეთმა კიევზე მასირებული იერიში 14 მაისის ღამეს მიიტანა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, 13-14 მაისს რუსეთმა უკრაინისკენ 1567 დრონი და 56 რაკეტა გაუშვა. მისივე ცნობით, მოიგერიეს დრონების 94% და რაკეტების 73%. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ თავდაცვის ძალებსა და სპეციალურ სამსახურებს დაავალა წარუდგინონ რუსეთის იერიშებზე შესაძლო საპასუხო მოქმედებების ვარიანტები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)