|
2026-05-14 18:08:30, 5449 ნახვა
მსოფლიო
მადიარმა ორბანის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა
უნგრეთის ახალმა პრემიერმინისტრმა, პეტერ მადიარმა გააუქმა ვიქტორ ორბანის მიერ რუსეთ-უკრაინის ომის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა: "ნორმალურ მდგომარეობას ვუბრუნდებით," დაამატა მადიარმა Facebook-ზე გავრცელებულ პოსტში. ვიქტორ ორბანმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ჯერ კორონავირუსის პანდემიის დროს, შემდეგ კი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ გამოაცხადა. "დღეს, ოთხი წლის შემდეგ, ორბანის მიერ ომის საფრთხის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა სრულდება, რასთან ერთადაც ჩვენ ვემშვიდობებით განკარგულებების მეშვეობით მმართველობას, რაც 6 წლის წინ დაიწყო." – წერს მადიარი. ცნობისთვის, 2022 წელს ორბანის მმართველმა პარტიამ კონსტიტუციური რეფორმა გაატარა, რის შედეგადაც უნგრეთის მთავრობას განკარგულების მეშვეობით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების უფლებამოსილება მიენიჭა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)