09:52 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-06 14:06:13, 3610 ნახვა

საზოგადოება
Fitch-მა ბაზისბანკის და ლიბერთის რეიტინგის პროგნოზი პოზიტიურ დონემდე გაზარდა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა ბაზისბანკის და ლიბერთის რეიტინგის პროგნოზი „პოზიტიურ“ დონემდე გააუმჯობესა, ხოლო გრძელვადიანი დეფოლტის რეიტინგი (IDR) 'B+'-ზე დაადასტურა. რეიტინგის ცვლილება უკავშირდება ბაზისბანკის მიერ ლიბერთის აქციების 95.99%-იანი წილის წარმატებულ შეძენას.

Fitch Ratings-ის განმარტებით, ბაზისბანკის მიერ ლიბერთის შესყიდვა ორჯერ მეტად ზრდის ბანკის ზომას და მას სექტორში სიდიდით მესამე უმსხვილეს ბანკად აყალიბებს. „პოზიტიური“ პროგნოზი ასახავს Fitch-ის მოლოდინს, რომ აღნიშნული ტრანზაქცია მნიშვნელოვნად გაზრდის გაერთიანებული ჯგუფის ბიზნესის მასშტაბებს, გააძლიერებს კონკურენციას და დივერსიფიკაციას საქართველოს საფინანსო ბაზარზე.

„Fitch-ის მიერ ბაზისბანკის და ლიბერთის რეიტინგის პროგნოზის „პოზიტიურ“ დონემდე გაზრდა არის მნიშვნელოვანი აღიარება იმ სტრატეგიული ნაბიჯისა, რომელიც ლიბერთის შესყიდვით გადავდგით. ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ჩვენი ერთობა ქმნის მძლავრ, დივერსიფიცირებულ და მაღალკონკურენტულ ფინანსურ ინსტიტუტს.“ - Fitch-ის მიერ რეიტინგის პროგნოზის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, აღნიშნა ბაზისბანკისა და ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ.  





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics