14:51 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-30 13:31:44, 281 ნახვა

პოლიტიკა
ენმ: ვიცით ის პირები, რომლებიც, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ ხაბეიშვილის წამებაში

ნაციონალური მოძრაობის წევრმა, მარიამ დოლიძემ ის პირები დაასახელა, ვინც, მისი ინფორმაციით, სავარაუდოდ, 2024 წლის 1-ელ მაისს ლევან ხაბეიშვილის გატაცებასა და ცემაში მონაწილეობდნენ. 

"ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, გდდ-ს სპეციალური ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსი, იაგო ახალკაცი; სამმართველოს უფროსები: ლაშა ჭიკაიძე, იოსებ კობახიძე, ანზორ ხმიადაშვილი და მასების მართვის მთავარი სამმართველოს თანამშრომელი, დავით ყამარაული არიან ის სავარაუდო დამნაშავეები, რომლებიც 2024 წლის 30 აპრილს ლევან ხაბეიშვილის გატაცებასა და წამებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ. 

ასევე ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილის წამებისთვის, იაგო ახალკაცს, ლაშა ჭიკაიძეს და დავით ყამარაულს ჯილდოს სახით ცეცხლსასროლი იარაღები გადაეცათ. აგრეთვე ადგილზე იმყოფებოდნენ ზვიად ხარაზიშვილი, იგივე ხარება; მაშინდელი მისი მოადგილე მირზა კეზევაძე და თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ახლანდელი უფროსი და მაშინდელი უფროსის მოადგილე, გოგა მემანიშვილი. სწორედ ეს ადამიანები ახდენდნენ ხაბეიშვილის წამებისას ფოტო-ვიდეო გადაღებასა და შემდგომ გავრცელებას. საქართველოს გენერალურ პროკურორ გიორგი გვარაკიძეს მივმართავ, 2 წლის თავზე მყისიერი რეაგირება მოახდინოს, არსებული საკითხი გამოიკვლიოს და მართლმსაჯულება დადგეს". - თქვა დოლიძემ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაშინდელ თავმჯდომარეს, პარტიის პოლიტსაბჭოს ახლანდელ თავმჯდომარესა და ამჟამად პატიმრობაში მყოფ ლევან ხაბეიშვილს 2024 წლის 1 მაისს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცრაზმი სასტიკად გაუსწორდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
"გოგოების გზა ტექნოლოგიებში" - "თეგეტა ჰოლდინგი" გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბია - Global Finance
საქართველოს ბანკი, Superteam Georgia-თან პარტნიორობით, Solana-ს ყველაზე დიდი ჰაკათონის მხარდამჭერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics