|
2026-04-22 11:25:23, 2703 ნახვა
საზოგადოება
ალბი კორძაიას პოსტის საფუძველზე შსს-მ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო
პროევროპული აქციების მონაწილე ალბი კორძაიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. ალბი კორძაიამ გუშინ, 21 აპრილს Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მოძრაობა ნაბიჯის დამფუძნებელი ლუკა ჭოხონელიძე სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ "ლუკა ჭოხონელიძემ გოგო გააუპატიურა, გოგოს არ უნდა გამოჩენა, არ უნდა ამაზე საუბარი". "ლუკა ჭოხონელიძემ გოგო გააუპატიურა, გოგოს არ უნდა გამოჩენა, არ უნდა ამაზე საუბარი, მისი მესმის. მე ამ ისტორიის 100%-ით მჯერა, რადგან, ახლა იქნება ძალიან რთული წასაკითხი. 2023 წელს ჩემმა მეგობრებმა წამიყვანეს ნაბიჯის ოფისში, მაკამ და თორნიკემ. იქ ბავშვები სვამდნენ, მეც დავლიე ერთი-ორი ჭიქა, მაგ პერიოდში ჩემს ბინაში რემონტი მქონდა და ძალიან გადაღლილი ვიყავი, წავედი სხვა ოთახში და პუფში ჩავწექი. გამეღვიძა შეგრძნებისგან, რომ ვიღაც ხელებს მითათუნებდა სხეულზე, თავი რომ მოვატრიალე, დავინახე, რომ ეს იყო ლუკა. მოკლედ, ლუკამ თავი მოიკატუნა, ვითომ ეძინა, რომ აერიდებინა ჩემთან გარჩევები, ალბათ. გავედი ისევ იმ ოთახში, სადაც სვამდნენ. გავაღვიძე ჩემი მეგობარი თორნიკე და ეგრევე წამოვედით. ამ პოსტს მოჰყვება ვნებათაღელვა, წინასწარ გეუბნებით, რომ პოსტის წაშლას არ ვაპირებ, წერეთ, რაც გინდათ. ასევე, მინდა მივმართო ადამიანებს, ვინც აფინანსებს ამ ლუკას და თავის მეგობრების სამომავლო პოლიტიკურ კარიერას. უკაცრავად, ში* ხომ არ გაქვთ?!", - დაწერა ალბი კორძაიამ. ამ პოსტს გამოეხმაურა თავად ლუკა ჭოხონელიძეც და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არავის მისცემს უფლებას, შებღალონ მისი ღირსება. "ახლახან ვესაუბრე რუსთავი 2-ს, როგორი საოცარი დამთხვევაა, ამ მიმართულებით მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია და მინდა მკაფიოდ, არის ის, რომ სიმართლის დადგენა (უფრო გასაჯაროვება) პირველ რიგში, ჩემს ინტერესშია. სიმართლის დასადგენი გზებიდან ნებისმიერზე ვარ თანახმა - სასამართლოზე, პროკურატურაზე და ასე შემდეგ, ნებისმიერზე. ამ თემაზე ჭორის დონეზე საუბარი, პირველ რიგში, მათ აზიანებს, ვინც მართლა წაწყდომია და აწყდება ამ ამორალურ საქციელს, სხვა მხვრივ კი, რაც მეტად მანაღვლებს ეს ჩემთვის ძვირფასი ადამიანების აზრია", - დაწერა ლუკა ჭოხონელიძემ. მოგვიანებით, ლუკა ჭოხონელიძემ Facebook-ზე კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ "უწევს, ალბი კორძაიას სასამართლოში უჩივლოს". "მიწევს ალბი კორძაიას სასამართლოში ვუჩივლო. ეს არჩევანი იძულებითია, მაგრამ არის თემები რომლებიც სამართლებრივად უნდა გაირკვეს. ერთადერთი მიზეზი, რამაც შეიძლება ეს გადაწყვეტილება შემაცვლევინოს ალბის მხრიდან ცილისმწამებლური ბრალდების უარყოფაა. ბოდიშის მოხდას არ ვითხოვ. არაფერში მჭირდება. არ მწყინს ვინც სიტუაციის გარკვევამდე ეს საშინელება დაიჯერა, თუმცა მადლობა ყველას, ვინც მიცნობს და აზრადაც არ გაუვლია ამ საძაგლობის დაჯერება", - წერს ლუკა ჭოხონელიძე.
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)