|
2026-04-20 20:42:11, 5604 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპის განცხადებით, მზადაა პირადად შეხვდეს ირანის ხელმძღვანელობას
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მზად არის ირანის ხელმძღვანელობას პირადად შეხვდეს. აშშ-ის პრეზიდენტი New York Post-თან ინტერვიუში ირანის საგარეო უწყების განცხადებას გამოეხმაურა, იმის შესახებ, რომ თეირანი პაკისტანში აშშ-სთან მოლაპარაკებების მორიგ რაუნდში მონაწილეობას არ აპირებს და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები დაგეგმილია და აშშ-ის დელეგაცია ისლამაბადში გაემგზავრა. „ჩვენ მოლაპარაკებები უნდა გვქონდეს. ამიტომ, ვვარაუდობ, რომ ამ ეტაპზე თამაშებს არავინ თამაშობს“, - განაცხადა ტრამპმა. მისი თქმით, აშშ-ის დელეგაცია ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ხელმძღვანელობით პაკისტანისკენ გზაშია. „ისინი ახლა იქ მიემგზავრებიან. დღეს საღამოს, [ისლამაბადის] დროით იქ იქნებიან“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. ამასთან, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის პრობლემა არ აქვს. „თუ მათ შეხვედრა სურთ, მე ამის პრობლემა არ მაქვს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)