16:20 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-01 13:41:08, 474 ნახვა

საზოგადოება
მერიაში ევროკავშირის დახმარების ინსტრუმენტების, პროგრამებისა და პროცედურების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის მერიაში ევროკავშირის დახმარების ინსტრუმენტების, პროგრამებისა და პროცედურების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის მერი დავით ნარმანია,  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე. ასევე,  მერიის საქალაქო სამსახურებისა  და მინისტრის აპარატის წარმომადგენლები.

მათივე ინფორმაციით, პრეზენტაცია  მიზნად ისახავს მერიის თანამშრომლებისთვის აღნიშნული დახმარებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას,  ევროკავშირთან არსებული თანამშრომლობის გაღრმავებასა და მერიის თანამონაწილეობის გაზრდას ევროკავშირის პროგრამებსა და პროექტებში.

„მისასალმებელია, რომ თბილისის მერიისთვის გაკეთდა აღნიშნული პრეზენტაცია. ევროკავშირი ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო ინსტრუმენტებს გვთავაზობს.  მათ კიდევ უფრო აქტიურად გამოვიყენებთ მომავალში, ვინაიდან გვეცოდინება ყველა ის ინსტრუმენტი და ბერკეტი, რითიც შევძლებთ დამატებითი მხარდაჭერა მივიღოთ ევროკავშირისგან. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ცალკეულ ევროპულ საფინანსო ინსტიტუტებთან. აღნიშნული პრეზენტაცია დაგვეხმარება კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელოთ მუშაობა და მათგან მეტი მხარდაჭერა მივიღოთ იმ რეფორმების პროცესში, რასაც ვახორციელებთ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მუნიციპალური მომსახურების მიწოდების სფეროებში“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.

პრეზენტაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics