|
2026-04-16 17:29:16, 5353 ნახვა
საზოგადოება
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები გაიხსნა. ბოტანიკური ბაღის იასამნების საკოლექციო ნაკვეთი 700-მდე ეგზემპლარს, 113 ჯიშსა და 10-მდე სახეობას ითვლის. ბოტანიკურ ბაღში არსებული ისტორიული იასამნების საკოლექციო ნაკვეთი საქართველოში ყველაზე მასშტაბურ იასამნების კოლექციას წარმოადგენს. 1970 წელს შექმნილი და 2019 წელს განახლებული უნიკალური კოლექცია ასახავს ქვეყნის ბოტანიკურ მემკვიდრეობას და მრავალწლიანი კვლევისა და მოვლის შედეგს. იასამნების მრავალფეროვნება, სურნელი და გაზაფხულის ფერები ბაღს განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის, როგორც ადგილობრივი დამთვალიერებლებისთვის, ისე ტურისტებისთვის. იასამნების საკოლექციო ნაკვეთი ბაღის ცენტრალური შემოსასვლელიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. დამთვალიერებლებს ადგილზე სპეციალური მანიშნებლები დახვდებათ, რომლის საშუალებითაც სირინგარიუმში აღმოჩნდებიან. ეროვნული ბოტანიკური ბაღი იასამნების ყვავილობის სანახავად დამთვალიერებლებს მაისის შუა რიცხვებამდე უმასპინძლებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)