16:21 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-01 13:19:33, 563 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს მომსახურების სააგენტოს გაეროს წარმომადგენლები ესტუმრნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში შემავალი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა დელეგაცია ეწვია.

სტუმრებს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან ჭაბუკიანმა უმასპინძლა.

შსს-ს ინფორმაციით, გაეროს წარმომადგენლებმა სააგენტოს სარეგისტრაციო დარბაზი დაათვალიერეს, სერვისების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს და მართვის მოწმობის თეორიული და პრაქტიკული გამოცდის პროცესს დაესწრნენ.

დელეგაციის წევრებმა პრაქტიკული გამოცდის ავტომობილით საგამოცდო მოედანზე თავად გაიარეს. ვიზიტის ბოლოს, უცხოელ სტუმრებს სააგენტოსგან საჩუქრად სახელობითი სახელმწიფო სანომრე ნიშნები გადაეცათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics