|
2026-04-08 14:55:23, 8282 ნახვა
საზოგადოება
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
საქართველოს რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება. ამის შესახებ ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. "10 ახალ სამგზავრო მატარებელს შევისყიდით და ამის შედეგად, ყველა მაგისტრალური რეისი ახალი მატარებლებით შესრულდება. მგზავრობა გაცილებით კომფორტული და სწრაფი გახდება - მგზავრთა გადაყვანის წლიური მაჩვენებელი კი 2 მილიონიდან 5 მილიონამდე გაიზრდება. გარდა ამისა, რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება". - თქვა კობახიძემ ივანიშვილის მთავრობის სხდომაზე. ასევე, ირაკლი კობახიძის თქმით, მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოს აღდგება თბილისი-ახალციხის რეისიც. "აგვისტოში თბილისი-ახალციხის რკინიგზის რეაბილიტაცია დასრულდება, რის შედეგადაც აღდგება ეს რეისი, რომელიც 2009 წლიდან გაუქმებული იყო. მგზავრობის დრო 3 საათი იქნება". - თქვა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)