|
2026-04-07 11:49:02, 6155 ნახვა
სამართალი
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის დაურ ისმაილოვის ძმა, ქენან ისმაილოვი დააკავეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის ქოდექსის 126- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. 6 აპრილს, სამოქალაქო აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარნეულის მერის ძმამ თავისი გარემოცვის წევრებთან ერთად მარნეულში მოქალაქეს სცემა. ერთ ერთი პირადად დამიკავშირდა. ვინც არ დაემორჩილა დღეს ერთ-ერთი მათგანი სასტიკად არის ნაცემი. ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ტაქსის მძღოლმა მომაწოდა დღეს გამთენისას, რომელიც შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა მისი შეტყობინება სპამში მოხვდა და დროულად არ მინახია. ცოტა ხნის წინ დამიკავშირდა კიდევ ერთი მოქალაქე, რომელსაც პოლიციაში სურდა საჩივრის შეტანა და ისიც გაუგია მომხდარის შესახებ ინფორმაცია. ვთხოვ დაზარალებულს და მის ოჯახს რომ აუცილებლად მიეცით ინფორმაცია მედიას და ეს იქნება თქვენი ბერკეტი, ვერ დამალავენ ფაქტსა და ძალადობას. დასრულდეს ქვეყანაში თანამდებობის პირების “დაცვა"- წერს სოციალურ ქსელში ბაირამოვა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)