17:15 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-31 21:38:36, 348 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: ამომრჩეველს უნდა შევთავაზოთ მრავალფეროვანი პოლიტიკური არჩევანი

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მმართველ კოალიციაში მიმდინარე მოვლენებს და მასში შემავალი პარტიების გადაწყვეტილებას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებელ მონაწილეობასთან დაკავშირებით ეხმაურება.  

მარგველაშვილი აცხადებს, რომ 2012 წელს კოალიცია შეიკრიბა კონკრეტული მიზნის გამო. პრეზიდენტის თქმით, სერიოზული დამოუკიდებელი მოთამაშეების გამოჩენა წინასაარჩევნოდ, ამომრჩეველს მრავალფეროვანი არჩევანის წინაშე დააყენებს.

"კოალიცია შეიქმნა იმისთვის, რომ ოპოზიციას მშვიდობიანი გზით შეეცვალა წინა ხელისუფლება. კოალიციამ ამ მიზანს ძალიან კარგად გაართვა თავი. ამ არჩევნებზე საუბრისას მე არაერთხელ მითქვამს , რომ პოლიტიკური სისტემა, რომელშიც არის შავი და თეთრი და ორი დაპირისპირებული ძალა, უკვე მოძველდა ქართული პოლიტიკური კულტურისთვის და ჩვენ ამომრჩეველს უნდა შევთავაზოთ მრავალფეროვანი  პოლიტიკური  არჩევანი. მე ვფიქრობ რომ იმ ფონზე, როდესაც ჩვენ მივიღებთ არაერთ სერიოზულ მოთამაშეს ამ არჩევნებზე, ამომრჩეველსაც ექნება შესაძლებლობა, რომ უფრო უკეთ აირჩიოს თავისი მომავალი წარმომადგენლები პარლამენტში," -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics