|
2026-04-06 20:43:38, 8410 ნახვა
სამართალი
მდინარაძის ქონებრივი დეკლარაციები დამალეს და აღარ იძებნება
ივანიშვილის სუს-ის უფროსის, მამუკა მდინარაძის და მისი 4 მოადგილის ქონებრივი დეკლარაციები საჯაროდ აღარ იძებნება. ამასთან ერთად, წაშლილია მდინარაძის ძველი დეკლარაციები 2017 წლიდან, როდესაც ის პარლამენტის წევრი იყო. ამის შესახებ ინფორმაცია პუბლიკამ გაავრცელა. ტაბულა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ აღნიშნული პირები წარმოადგენენ სუს-ის ხელმძღვანელრგოლს და შესაბამისად, მათი დეკლარაციები საჯაროდ არ იძებნება. ამასთან ერთად, სუს-ის თანახმად, პარადოქსულია ნორმა, რომელიც უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ პირებს დეკლარაციის საჯაროობას ავალდებულებს. "ვინაიდან თქვენს მიერ დასახელებული თანამდებობის პირები წარმოადგენენ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ რგოლს, არსებული პრაქტიკის შესაბამისად, მათი დეკლარაციები საჯაროდ არ იძებნება, რაც ასევე სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო პრაქტიკასთან. გარდა ამისა, ჩვენთვის ასევე ცნობილია, რომ საკანონმდებლო ორგანო მუშაობს აღნიშნული მიდგომის კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში მოსაყვანად, რადგან მართლაც პარადოქსულია ნორმა, რომელიც უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ პირებს დეკლარაციის საჯაროობას ავალდებულებს. ვაზუსტებთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დეკლარაციები წარდგენილი არ არის. როგორც სამსახურის უფროსის, ასევე მისი მოადგილეების დეკლარაციები შევსებულია და წარდგენილია შესაბამის უწყებაში". - გვითხრეს სუს-ში. ივანიშვილის დეპუტატებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მამუკა მდინარაძე 3 სექტემბერს აირჩიეს. 3 სექტემბერს მდინარაძემ განაცხადა, რომ სუს-ში თავისი გუნდით მივიდოდა. 4 სექტემბერს კი ცნობილი გახდა, რომ მოადგილეები ლაშა მაღრაძე, ალექსანდრე მაისურაძე, ლევან ხარაბაძე და თამაზ ბორაშვილი გახდნენ.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)