17:17 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-31 20:05:34, 391 ნახვა

პოლიტიკა
ნუკრი ქანთარია: კოალიციამ თავისი თავი ნელ-ნელა ამოწურა და ყველა თავის ბარგი-ბარხანით გაუდგება გზას არჩევნებისკენ

კოალიციამ თავისი თავი ნელ-ნელა ამოწურა და ყველა თავის ბარგი-ბარხანით გაუდგება გზას არჩევნებისკენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა. 

მისივე თქმით, უმჯობესია ყველა მათგანი არჩევნებისკენ მიმავალ გზას დამოუკიდებლად გაუდგეს.

"კოალიციამ თავისი თავი ნელ-ნელა ამოწურა და ყველა თავის ბარგი-ბარხანით გაუდგება გზას არჩევნებისკენ, რაც საზოგადოებისთვის იქნება კარგი, იმიტომ, რომ მისთვის ადვილი იქნება არჩევანის გაკეთება", - განაცხადა ქანთარიამ.

2016 წლის არჩევნებში "ქართული ოცნების" დამოუკიდებლად მონაწილეობას პარტიის წარმომადგენლები დადებითად აფასებენ. მმართველი გუნდის წევრებს მიაჩნიათ, რომ განსხვავებული აზრი პარტიაში არ უნდა ფიგურირებდეს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის შემთხვევაში, კოალიციაში შემავალი ყველა სუბიექტი გაიგებს თუ რა მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში.

„იმიტომ არის კარგი, რომ თვითონ ქართული ოცნება გაიგებს რა მხარდაჭერა აქვს რეალურად მოსახლეობიდან. მეორეც მისცემენ მას ხმას მხოლოდ იმ პროგრამის შესაბამისად და იმ საარჩევნო სიის შესაბამისად, რომლითაც ის წარდგება არჩევნებზე. არც მოემატება და აღარც დააკლდება სხვა სუბიექტების დადებითი თუ უარყოფითი რეიტინგი. ასევე სხვა პარტიებსაც ეძლევათ საშუალება თვითონ პირისპირ წარსდგნენ ამომრჩეველთან და მათაც გაიგონ რეალურად რა მხარდაჭერა აქვთ“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics