14:52 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-31 19:11:57, 532 ნახვა

საზოგადოება
კრწანისის გამგებელი ასათიანის ქუჩაზე ავარიული სახლის კაპიტალური შეკეთების პროცესს გაეცნო

კრწანისის გამგეობა ძველ თბილისში ავარიული სახლების კაპიტალურ შეკეთებას განაგრძობს. თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში, კონსტრუქციული ელემენტების გაძლიერების სამუშაოები ლადო ასათიანის ქ.#20-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს უტარდება.

მიმდინარეობს საძირკვლისა და შუა კედლისის გამაგრება ფოლადის გარსაკარით. შემდეგ ეტაპზე დაიწყება სახლის დაზიანებული ფასადის მოპირკეთება. სამუშაოების დასრულების შემდეგ შენობას შენარჩუნებული ექნება პირველადელი სახე, რომელიც მიესადაგება იმდროინდელ არქიტექტურულ სტილს.

ასათიანის ქუჩაზე იმყოფებოდა კრწანისის გამგებელი. გიორგი კოპალეიშვილი სამუშაო პროცესს გაეცნო და ადგილობრივებს შეხვდა. სარემონტო სამუშაო ასათიანზე ერთი თვის წინ დაიწყო და ივნისში დასრულდება. აღნიშნულ სახლში 14 ოჯახი ცხოვრობს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics