|
2026-04-02 18:47:57, 6239 ნახვა
საზოგადოება
გალერეა ვერეში გამოფენა „დიუბუა დე მონპერეს კვალდაკვალ“ გაიმართება -გალერეის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შექმნილი სივრცე, გალერეა ვერე, 3 აპრილიდან 19 აპრილის ჩათვლით წარმოგიდგენთ გამოფენას „დიუბუა დე მონპერეს კვალდაკვალ”. ექსპოზიცია აერთიანებს ორ ახლადგამოვლენილ სამოგზაურო ალბომს — „Mon Voyage En Asie“ და „Mon Voyage En Russie“, რომლებიც 1830-იან წლებში სამხრეთ კავკასიაში ჩატარებული სამეცნიერო ექსპედიციის ფარგლებში შესრულებულ 62 აკვარელსა და გრაფიკულ ჩანახატს მოიცავს. პირველადი შეფასებით, ნამუშევრები დაკავშირებულია შვეიცარიელ ნატურალისტსა და არქეოლოგთან — ფრედერიკ დუბუა დე მონპერესთან (1798–1850). ალბომების გამოვლენა და მათი სამეცნიერო მიმოქცევაში ჩართვა კი მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს როგორც თბილისის, ისე მთლიანად კავკასიის ისტორიის კვლევისთვის. ალბომებში ასახული მარშრუტი მოიცავს აფხაზეთს, სამეგრელოს, იმერეთს, ქართლს, თბილისს, ფასანაურს, ყაზბეგს, სომხეთსა და ყაბარდოს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თბილისის ამსახველ სერიას, რომელიც ქალაქის გარდამტეხ პერიოდს ასახავს, როდესაც შუა საუკუნეების ურბანული სტრუქტურა ჯერ კიდევ შენარჩუნებულია და იმპერიული მოდერნიზაციის პროცესი მხოლოდ იწყება. გალერეა ვერე თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრებს აერთიანებს. იგი დამთვალიერებელს სთავაზობს შერჩეულ ხელოვნების ნიმუშებს გამოფენა-გაყიდვის ფორმატში. საქართველოს ბანკი კი, როგორც კულტურისა და შემოქმედებითი ინიციატივების მხარდამჭერი, აგრძელებს მსგავსი პროექტების ხელშეწყობას და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას. გამოფენა 19:00 საათზე გაიხსნება. გამოფენის კურატორები არიან: ცირა ელისაშვილი და ეკა კიკნაძე. გალერეა ვერეს მისამართია: თბილისი, ჯანაშიას 9.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)