|
2026-04-01 16:06:13, 5352 ნახვა
საზოგადოება
სოციალურად დაუცველთა ბაზაში 379 957 ბავშვი ირიცხება, რომელთაგან 23 322 პირველად დარეგისტრირდა
სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, 2025 წლის მონაცემებით, საქართველოში სოციალურად დაუცველთა ბაზაში 379 957 ბავშვი ირიცხება, რომელთაგან 23 322 პირველად დარეგისტრირდა. ომბუდსმენის განცხადებით, საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 463 122-ს შეადგენს. "სიღარიბე კვლავ ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა ქვეყანაში, რაც, თავის მხრივ, ადამიანის ყველა უფლების რეალიზაციაზე ახდენს უარყოფით გავლენას და კიდევ უფრო ამძიმებს მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობას. 2025 წელს სიღარიბის დაძლევისკენ მიმართული მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 1 307 607 პირს. აქედან საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობაა 463 122 მთელი ქვეყნის მასშტაბით. რაც შეეხება ბავშვთა სიღარიბეს, 2025 წლის მონაცემებით, "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველად დარეგისტრირდა. სოციალური დაცვის პროგრამებში ჩართული ბავშვებისა და ოჯახების ზრდის მიზეზების დასადგენად აუცილებელია მონაცემების სისტემური ანალიზი, რათა შეფასდეს ბავშვთა სიღარიბის მასშტაბი და განისაზღვროს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკა. სიღარიბე უარყოფით გავლენას ახდენს ხანდაზმულთა უფლებების რეალიზაციაზეც. საგულისხმოა, რომ მაღალია ხანდაზმულ პირთა სოციალურად დაუცველთა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა მაჩვენებელი. ამის გამო, ქვეყანაში ხანდაზმულები მოსახლეობის განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან". - ნათქვამია ანგარიშში.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)