|
2026-04-01 15:22:31, 5683 ნახვა
ეკონომიკა
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
თბილისში უამრავი განსაკუთრებული ადგილის აღმოჩენა შეიძლება. ადგილის, სადაც სტუმრობა და ბედნიერი მომენტების მეგობრებთან ერთად გაზიარება ყოველთვის სასიხარულოა. თბილისის გულში, ისტორიულ შენობაში, იქ, სადაც ქალაქის ისტორია და თანამედროვე რიტმი ერთმანეთს კვეთს, განსაკუთრებული სივრცე - ვეტცელი გასტრონომიური სახლი 1908 წლიდან ქალაქის განუყოფელი ნაწილია. აქ კედლებიც კი უამრავ მოგონებას ინახავს. ამ შენობაში დაწყებულა უამრავი მეგობრობა და გაბმულა არაერთი ახალი კავშირი. აქ საუბრობდნენ ხელოვნებაზე, ხუმრობდნენ და ერთმანეთს ამბებს უზიარებდნენ. თანამედროვე გასტროჰაბი სრულიად განსხვავებულ სივრცეებს აერთიანებს. აქ ქართულ სტუმარ-მასპინძლობასთან ერთად კერძების უამრავ უნიკალურ კომბინაციას გაეცნობა სტუმარი. შესაძლებელია მრავალფეროვანი კონცეფციების კოქტეილ ბარების სტუმრობა, ან, თუნდაც, ცოცხალი მუსიკის ფონზე განსაკუთრებული დროის გატარება მეგობრებთან ერთად. ვეტცელი ერთგვარი მოგზაურობაა დროსა და სივრცეში. ყველა მოგზაურობას კი საიმედო თანამგზავრი სჭირდება. თანამგზავრი, რომელიც სულ მხარში გიდგას. სწორედ ასეთი საყრდენია ბაზისბანკი. ბანკი, რომელთან ერთადაც გასტროჰაბი უამრავ ადამიანს დიდ გასტრონომიულ თავგადასავალში უძღვება. ბაზისბანკის და ვეტცელი გასტროჰაბის პარტნიორობის ვიდეო ისტორია
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)