|
2026-03-31 16:33:56, 4073 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 70-მდე მასწავლებელი დაესწრო - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით, სკოლის მასწავლებლებისთვის ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსი გაიმართა. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი. სკოლის მასწავლებლებთან შეხვედრას ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარი, ლევან ფავლენიშვილი უძღვებოდა. კურსს სხვადასხვა სკოლის 70-მდე მასწავლებელი დაესწრო. შეხვედრის ძირითადი თემები ეხეოდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ბიუჯეტირება, ფულის ფსიქოლოგია, ხარჯვის ემოციური ფაქტორები, პროცენტი, ანაბარი, ემოციების გავლენა დანაზოგებზე და სხვა. ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. ინფორმაციისთვის, 2026 წელს ფინანსური წიგნიერების სასერტიფიკატო კურსების ფარგლებში, შეხვედრები იმართება სამ განსხვავებულ ჯგუფთან: სტუდენტებთან, მასწავლებლებთან და სკოლის მოსწავლეების მშობლებთან. თითოეული კურსი მორგებულია ინდივიდუალური ჯგუფის ინტერესებსა და საჭიროებებს. შეხვედრები ტარდება როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ ფორმატში და მათ მაღალკვალიფიციური ლექტორები უძღვებიან.. გაეცანით საქართველოს ბანკის მიერ შექმნის საგანმანათლებლო პროექტებს ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)