|
2026-03-31 12:43:33, 1728 ნახვა
პოლიტიკა
TI: ოცნებიდან ბათუმის საკრებულოს წევრის ოჯახის კომპანიამ 5 მლნ-მდე ლარის ტენდერები მოიგო
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, ქართული ოცნებიდან ბათუმის საკრებულოს წევრის ოჯახის კომპანიამ 5 მლნ-მდე ლარის ტენდერები მოიგო. გამჭვირვალობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართული ოცნებიდან ბათუმის საკრებულოს მოქმედი წევრის, გიორგი ლომთათიძის ოჯახთან დაკავშირებულმა კომპანიამ, "კომპასი ჯ.კ"-მ 3 848 985 ლარის ჯამური ღირებულების 14 ტენდერი მოიგო. გამჭვირვალობის ცნობით, შპს "კომპასი ჯ.კ"-მ რამდენიმე ტენდერი მანამდეც მოიგო, ვიდრე გიორგი ლომთათიძე ბათუმის საკრებულოს წევრი გახდებოდა, 2019-2021 წლებში კომპანიას ტენდერებიდან მიღებული ჰქონდა მხოლოდ 762,432 ლარი. "თავდაპირველად ამ კომპანიას გიორგი ლომთათიძის და, ეკატერინე ლომთათიძე ფლობდა, შემდეგ - გიორგი ლომთათიძის მამა, დამირ ლომთათიძე, რომელმაც 2019 წლის 18 თებერვალს კომპანიის 100% წილი უსასყიდლოდ გადასცა თავის სიძეს, გიორგი ხელაძეს. ეს კომპანია მონაწილეობს მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერებში. 1,084,272 ლარის ჯამური ღირებულების 3 ტენდერი (NAT260001302, NAT250016580 და NAT240017814) შპს „კომპასი ჯ.კ“-მ ბათუმის მუნიციპალიტეტის დაფუძნებული იურიდიული პირებისგან მიიღო. ამ იურიდიული პირების და, მთლიანად მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების, კონტროლი გიორგი ლომთათიძის, როგორც საკრებულოს წევრის ვალდებულებაა, რაც სერიოზულ კითხვებს აჩენს ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით. მოქმედი კანონმდებლობის დარღვევა და ინტერესთა კონფლიქტის ნათელი გამოხატულებაა ის ფაქტი, რომ შპს „კომპასი ჯ.კ“-მ ასევე მოიგო სსიპ „ბათუმის ბულვარის“ მიერ გამოცხადებული 420,878 ლარის ჯამური ღირებულების 2 ტენდერი (NAT250001679 და NAT230006457) და ამ დროს “ბათუმის ბულვარის” დირექტორის მოადგილე და სატენდერო კომისიის წევრი გიორგი ლომთათიძის მეუღლე, სოფიკო გუჯაბიძე იყო. მეტიც, სოფიკო გუჯაბიძემ, ორივე შემთხვევაში, შესაბამის დოკუმენტებზე ხელმოწერით დააფიქსირა პოზიცია, რომ მას და შპს „კომპასი ჯ.კ“-ს ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნიათ. სოფიკო გუჯაბიძე 2015-2018 წლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი იყო", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)