|
2026-03-27 16:45:28, 2488 ნახვა
საზოგადოება
2025 წელს იმ მძღოლების რაოდენობა, რომლებსაც მართვის მოწმობაზე 100-ვე ქულა ამოეწურათ, გასამმაგდა
2025 წელს იმ მძღოლების რაოდენობა, რომლებსაც მართვის მოწმობაზე 100-ვე ქულა ამოეწურათ, გასამმაგდა. კერძოდ, 2025 წლის განმავლობაში მართვის მოწმობაზე ქულები 560 პირს ამოეწურა. მათ შორის ყველაზე მეტი - 206 მსგავსი შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა. ამის შესახებ შსს-ის ოფიციალურ სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა. ხოლო იმ პირების რაოდენობამ, რომლებსაც დააკლდათ მართვის მოწმობის ქულები, ჯამში 354 804 შეადგინა. ამის საპირისპიროდ, არცერთი ქულა არ დაჰკლებია და 100-ვე ქულა შეინარჩუნა 1 197 665-მა მძღოლმა. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ქულების დაკლების ან სრულად ამოწურვის შემთხვევები გაცილებით ნაკლები იყო. კერძოდ, შსს-ის სტატისტიკით, 2024 წელს, ჯამში, მხოლოდ 184 პირს ამოეწურა მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა, ხოლო ქულების დაკლების შემთხვევები 274 710 იყო. რაც შეეხება იმ პირებს, რომლებმაც მოახერხეს სრულად შეენარჩუნებინათ მართვის მოწმობაზე 100 ქულა - 1 276 790 იყო. ცნობისთვის, მართვის მოწმობის ჯამური ქულა 100-ია, რომლის შენარჩუნებასაც მძღოლი წლის განმავლობაში ცდილობს. ქულები სხვადასხვა დარღვევებზე განსხვავებულია და წლის განმავლობაში სამართალდარღვევებზე შესაბამისი ქულები აკლდება. წინა წელს დარჩენილი ქულები არ ინახება და არც ემატება ახალი წლიდან დარიცხულ 100 ქულას. ქულების განულების შემთხვევაში, მძღოლს მართვის უფლება უწყდება, გამოცდას აბარებს ან ელოდება 12 თვის გასვლას. აღნიშნული სისტემა 2017 წლიდან მოქმედებს.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)