10:12 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-25 23:09:14, 1185 ნახვა

პოლიტიკა
სამხარაძე: აშშ-ში შეხვედრებისას გამოვხატავდი, რომ არ ვართ კმაყოფილები ურთიერთობების დონით

ქართული ოცნების პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, მარტის დასაწყისში აშშ-ში ვიზიტის დროს შეხვედრებისას ამერიკული მხარის წარმომადგენლებთან გამოხატავდა, რომ მათი ხელისუფლება "არ არის კმაყოფილი" ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ამჟამინდელი დონით.

"ჩემი მთავარი გზავნილი, როდესაც მე ვხვდები აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირებს, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში, ისე ეროვნული უშიშროების საბჭოსა და პენტაგონში, იყო, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 34 წლის თავზე, ჩვენ არ ვართ კმაყოფილები ურთიერთობების იმ დონით, რომელიც ჩვენ გვაქვს და გამოვხატავდი მთლიანად მთელი ხელისუფლების პოზიციას, რომ ჩვენ გვსურს აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა, ოღონდ სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებული იქნება ურთიერთსარგებელზე.

რა თქმა უნდა, ვსაუბრობდით იმ მიზეზებზე, რამაც ამ ურთიერთობების დროებით შეჩერება გამოიწვია, თუმცა მე ღიად ვამბობდი იმასაც, რომ იმ ძველი სტრატეგიული ურთიერთობების ხარისხითაც არ ვიყავით კმაყოფილები". - განაცხადა სამხარაძემ.

მისი თქმით, მას არ მოუსმენია "უარყოფა იმისა, რომ ამერიკას არ უნდა საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობები".

"აქედან გამომდინარე, მე დავბრუნდი განწყობილი ოპტიმისტურად, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ მიმართულებით მუშაობა და ნაბიჯების გადადგმა, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს დღეს და ხვალ ვერ მოხდება, რადგან ეს არის რთული სამუშაო პროცესი, მაგრამ მთავარია, რომ ეს სამუშაო პროცესი დაიწყოს, მერე უკვე ბევრ საკითხზე მოხდება შეჯერება". - თქვა სამხარაძემ.

ცნობისთვის, ივანიშვილის პარლამენტის დელეგაცია მარტის დასაწყისში აშშ-ში ვიზიტით იმყოფებოდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics